Sunday, May 26, 2019

მეცხრე დღე




           გავეცანით  პორტფოლიოს წარმოდგენის დაგეგმვას,  მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმებს. გავაკეთეთ ჩვენი გეგმის პრეზენტაცია. ასევე მოვისმინეთ  ჯგუფის წევრების პრეზენტაცია. სასიამოვნო იყო  9 დღის მანძილზე ერთად მუშაობა  საუკეთესო ტრენერთან ერთად.

Saturday, May 25, 2019

მერვე დღე


            გავეცანით მე-7 მოდულს. ვისაუბრეთ კითხვის დასმით მოსწავლეთა ჩართულობაზე . ასევე გავეცანით ისტ-ის სტანდარტებს. დავასრულეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე. ავტვირთეთ დისკზე,  გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და მოვემზადებით პრეზენტაციისთვის

მეშვიდე დღე

                                       მეშვიდე დღე
          გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას. პასუხი გავეცი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ კითხვარებს, შევავსე სასწავლო პროექტის გეგმა, სასწავლო პროცედურები და დიფერენცირებული სწავლება. შევქმენით ფასილიტაციის პრეზენტაცია.







                           

Saturday, May 18, 2019

მეექვსე დღე

                                            მეექვსე  დღე
         გავეცანი   სასწავლო ნიმუშების შექმნა, აგრეთვე მოსწავლის ნამუშევრებს პროექტის  ფარგლებში. შევქმენი მოსწავლის ნაშრომის ნიმუში, და შევიმუშავე  მოსწავლის ნამუშევრის განმავითარებელი შეფასების სტრატეგიები.  ვისწავლეთ YouTube.com  ვიდეოს გაზიარება ბლოგზე. 

Komblé (კომბლე)

Sunday, May 12, 2019

                                             მეხუთე  დღე


             გავეცანით  სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს. გაცნობის შემდეგ ინდივიდუალურად ვიმუშავე ტესტზე.  შევასრულეთ სავარჯიშოები .აღნიშნულ თემაზე გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. საინტერესო და მეტად დატვირთული დღე იყო. მადლობა ჩვენს ტრენერს გაწეული შრომისათვის.

Saturday, May 11, 2019

                             

                                                მეოთხე  დღე
   
               ბლოგზე გავეცანით  შეფასების რუბრიკებს, განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს. შევქმენითპროექტის " ჩემი საყვარელი ზღაპარი" პრეზენტაცია  და გავაგრძელეთ გეგმაზე  მუშაობა.  სასიამოვნო იყო პრეზენტაციაზე მუშაობა. დიდი მადლობა დღევანდელი დღისათვის.




                                               მესამე დღე
            სტანდარტყები მივუსადაგეთ პროექტს. შევიმუშავეთ სწავლებაზე ორიენტირებული მიზნები და შევუსაბამეთ 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევებს. ვიმუშავეთ მიმართულების  მიმცემ საკვანძო კითხვებზე:  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.
 დღევანდელი მეცადინეობა საინტერესო და ნაყოფიერი იყო. გისურვებთ წარმატებებს.









Sunday, April 14, 2019

                                  მეორე დღე

14 აპრილს შევიკრიბეთ მეორე მეცადინეობაზე და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. თემად ავირჩიე ჩემი საყვარელი ზღაპარი.   გავეცანით სხვა მასწავლებლების ნამუშევრებს. დავათვალიერეთ  ბროშურების ნიმუშები.  ავირჩიე ჩე მთვის სასურველი და შევქმენი ბროშურა.  დავწერე სათაური, ინტერნეტიდან გადმოწერილი სურათები განვათავსე   ფურცლებზე. და შევინახე პორტფოლიოში. შევავსეთ  სასწავლო  გეგმის  შაბლონი. ვისწავლეთ ბლოგის ფონის შეცვლა.

Sunday, April 7, 2019

პროექტის პირველი დღე.

                      რ  ე  ფ  ლ  ე  ქ  ს  ი  ა
                   
    დღეს  7  აპრილს   დავიწყეთ  პროექტებით სწავლება.  გავეცანით  სამუშაო  გრაფიკს. ვნახეთ  ვიდეო.  გავეცანით ოცდამეერთე  საუკუნის  უნარ-ჩვევებს,  პროექტის  კრიტერიუმებს., პორტფოლიოს  მახასიათებელ  ჩეკლისტებს.შევქმენით  საკუთარი  ბლოგი.  გავეცანით  სხვების  პროექტებს.  პირველი დღე საინტერესო  და  სახალისო იყო.